ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დაცვის თანამშრომლებმა “რუსთავი 2” დატოვეს

ტელეკომპანია “რუსთავი 2” დაცვის თანამშრომლებმა დატოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ On.ge ავრცელებს.

ინტერნეტგამოცემას დამოუკიდებელმა წყარომ განუცხადა, რომ ქიბარ ხალვაშმა არხზე დაცვის ახალი თანამშრომლები მიიყვანა, რომლებმაც თავიანთი საქმიანობის შესრულება უკვე დაიწყეს. მისივე თქმით, ყველა მოქმედი თანამშრომელი შვებულებაში გავიდა და უკან აღარ დაბრუნდება.

დატოვა თუ არა ტელევიზია დაცვის თანამშრომელმა, გიორგი სულაშვილმა, რომელმაც თვალი 20 ივნისის ღამეს დაკარგა, უცნობია. წყარო მის შესახებ ინფორმაციას ვერ ადასტურებს, სულაშვილი კი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ცნობისათვის, არხიდან თანამშრომლების წასვლას წინ უსწრებდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც 18 ივლისს გახდა ცნობილი. ამ გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2”-ის საქმეზე საქართველოს დარღვევა არ დაუდგინდა.

იტვირთბა....