ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი სოციალური ქსელი

“როცა გულწრფელი ხარ, გადარდებს ქალთა ჩაგვრა და არა მხოლოდ რომელიმე ქალის ჩაგვრა” – დოლიძე

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე, სოციალური ქსელის პირად გვერდზე ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს ეხება და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ქალების დაცვა ზოგადად და არა რომელიმე ქალის – კონკრეტულად.

“არ შეიძლება შერჩევითად შეგტკიოდეს გული ქალთა საკითხზე. ან შეგტკივა ან არა. ჩემი სტანდარტით სულ ვეხმაურები ქალთა საკითხს, პარტიული და პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად. საჯაროდ თეა წულუკიანიც დამიცვია, თამარ ჩუგოშვილიც, მარინა სალუქვაძეც, სალომე სამადაშვილიც, თინა ბოკუჩავაც, ინგა გრიგოლიაც, ირმა ინაშვილიც, ეკა ბესელიაც და ნაზი ჯანეზაშვილიც. როცა გულწრფელი ხარ, გადარდებს ქალთა ჩაგვრა და არა მხოლოდ რომელიმე ქალის ჩაგვრა. გუშინდელი განცხადება მაია ცქიტიშვილის იყო სამარცხვინო. ეკა ბესელიას ეხება თუ ვინმე სხვას მნიშვნელობა არა აქვს. იგივეს მოვთხოვ ყველას ვინც ამ თემაზე თავს დებს” – წერს დოლიძე “ფეისბუკზე”

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების არასამუშაო საათებში გაგრძელების გამო სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

იტვირთბა....