ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალციხეში მთავარ საათს მეხი დაეცა

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე, თამარ მეფის ძეგლის მოპირდაპირედ მდებარე საათს მეხი დაეცა. დაზიანებულია საათის შიდა მექანიზმი. ქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ საათი უახლოეს მომავალში კვლავ აღდგება.

„ძლიერი წვიმის დროს მეხი დაეცა საათს და მექანიზმი დააზიანა. მეხმა ასევე დააზიანა საცხოვრებელი კორპუსის უკან „ენერგო–პროს“ მაღალგადამცემი ხაზი“, – განაცხადეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში.

ცნობისათვის, ქალაქის მთავარი საათი შარშან კოსტავას ქუჩის რეაბილიტაციისას აიღეს და მის ნაცვლად მერიამ ახალი შეიძინა, რომელიც თამარ მეფის ძეგლის მოპირდაპირედ მიმდინარე წლის აპრილში დადგეს.

იტვირთბა....