საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკრაინელ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას სოციალური ქსელის „ტვიტერის” მეშვეობით ულოცავს,
„ვულოცავ უკრაინელ ხალხს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. მტკიცედ მჯერა, რომ წარმატებული არჩევნები ხელს შეუწყობს უკრაინაში დემოკრატიისა და რეფორმების შემდგომ წინსვლას, ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე პროგრესს, ასევე გააძლიერებს კავშირებს ჩვენს მეგობრულ ქვეყნებს შორის“, – წერს მამუკა ბახტაძე.
უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ გაიმარჯვა.
Congratulations to the people of #Ukraine on holding free & fair elections! I strongly believe that successful elections will further advance Ukraine's democracy, reforms & progress on #EU integration path as well as strengthen ties between our friendly nations
— Mamuka Bakhtadze (@BakhtadzeMamuka) July 23, 2019