რუსეთის სამხედრო ვერტმფრენებმა, იაპონიის ზღვის მიდამოებში, ორჯერ დაარღვიეს სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე. ამის შესახებ სამხრეთ კორეული სააგენტო Yonhap იუწყება.
სააგენტოს ინფორმაცით, საპასუხოდ სამხრეთ კორეის სამხედრო საჰაერო ძალები მზადყოფნაში მოვიდნენ. მთავარი შტაბის ხელმძღვანელთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო გაესწორებინათ სამიზნე და გამაფრთხილებელი გასროლა განეხორციელებინათ.
როგორც ოფიციალური სეული აცხადებს, რუსულმა ვერტმფრენმა ორჯერ დაარღვია კორეის საჰაერო სივრცე. როგორც საინფორმაციო სააგენტო იუწყება, სამხედრო ვერტმფრენებს შორის ასევე იყვნენ ჩინური სამხედრო საჰაერო ძალების ვერტმფრენებიც, რიც გამოც სეულმა კრიტიკული ნოტა გაავრცელა.
ჩვეულებრივსამებრ, არ დააყოვნა რუსული მხარის კომენტარმაც. რუსმა სამხედრო ხელმძღვანელობამ ჩვეული სტილით განაცხადა, რომ ფრენები გეგმიური იყო და საჰაერო სივრცის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.