ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მისი გამოკითხვის საჭიროება ვერ დაინახა 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით დაუსვეს.
პარტია “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებლის თქმით, დღეს საკმაოდ კარგ სახუმარო ხასიათზე იყო და კითხვებსაც ხუმრობით უპასუხა.
“კითხვაზე, ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას და თუ ვაპირებდი რა მიზნით, ვუპასუხე – ვაპირებდი, რადგან 2003 წლის არჩევნების შედეგად გავხდი დეპტუტატი და 3 თვის განმავლობაში, სანამ პროკურორობის გამო პარალმენტი უფლებამოსილება შემიწყვეტდა, ხელფასი მქონდა ასაღები და ამ მიზნით ვაპირებდი. მკითხეს, რატომ აპირებდი წინიდან შესვლას და ვუპასუხე, რომ მეგონა ბუღალტერია წინიდან იყო. მერე მითხრეს პოლიციელებმა, არა, გვერდიდან არისო და ამიტომ გვერდიდან წავედი. ბოლოს მითხრეს – არა, ხელფასს არ მოგცემთო” – განაცხადა ოქრუაშვილმა.
მისი თქმით, ერთადერთი აზრიანი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში – რას მოიმოქმედებდა, თუ ხალხი პარლამენტში შევიდოდა, რაზეც უპასუხა:
“ხალხს პარლამენტში შევყვებოდი იმის გამო, რომ რაიმე სახის უფრო მეტი გართულება არ მომხდარიყო” – ოქრუაშვილი.
ამის შემდეგ, როგორც ოქრუაშვილი ამბობს, ნაკლებად იურიდიული და აზრიანი კითხვა დაუსვეს – იცით თუ არა ის, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდება, რაზეც უპასუხა, რომ იცის.
“რაიმე სახის მოლლაპარაკებები ან კონსულტაციები პოლიტიკური მოთხოვნების შეჯერებასთან დაკავშირებით იყო თუ არა, ამის შესახებაც დაისვა კითხვა და ბუნებრივია, ვუპასუხე, რომ იყო და ერთად შევჯერდით ყველაფერზე. ერთად შევჯერდით 3 მაღალჩინოსნის გადადგომის მოთხოვნაზე პოლიტიკოსებს შორის, მეტი განსაკუთრებული არაფერი ყოფილა. ვაპირებდით აქციაზე ამ მოთხოვნების გაჟღერებას და ამ მოთხოვნების ხელისუფლებისადმი წაყენებას”, – ამბობს ირაკლი ოქრუაშვილი.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც სიტუაცია დაიძაბა პარლამენტის წინ, წინა რიგებში იდგა და ხალხს აშოშიმნებდა
“თუ კარგად გინდათ ამაში გაერკვეთ, ამოიღეთ კადრები – გვერდითა მხრიდანაც და წინა მხრიდანაც ვჩანვარ წინა რიგებში და ხალხს მეტნაკლებად ვაწყნარებ” – თქვა ოქრუაშვილმა.
ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის უნდა გამოიკითხოს, რადგან, მისი თქმით, სწორედ იგია ამ ქვეყანაში ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიმღები:
“ივანიშვილის გარეშე ვერ მიიღებდა ვერავინ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის გადაწყვეტილებას. ივანიშვილმა გასცა უშუალოდ ბრძანება ანზორ ჩუბინიძის მეშვეობით, რომ დაერბიათ მომიტინგეები.” – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.