ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ნიკა გვარამიას შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება” – თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსთავი 2“-ის ყოფილ დირექტორ ნიკა გვარამიას შეცდომაში შეჰყავს მედია და საზოგადოება, რადგან წესი და კანონმდებლობა ცალსახად განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, დროებითი ზომის შესახებ, არ საჩივრდება.

„გახსოვთ, ადრე, „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, როდესაც ეს დროებითი ზომა მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, იმ წუთასვე გახდა შესრულების საგანი და მისი გასაჩივრება არ მომხდარა. შესაბამისად, მისი გასაჩივრება არ მოხდება და არ ხდება ახლაც. რაც შეეხება კონვენციურ უფლებებს, ამას არანაირი გადაწყვეტილების ჩამოსვლა, როგორც მან თქვა, არ სჭირდება სტრასბურგიდან. იმთავითვე ცნობილი იყო, რომ კონვენციური უფლებების ნაწილში გასაჩივრების უფლება აქვთ მხარეებს, მაგრამ ეს არანაირად არ უკავშირდება იმ ტრანზაქციებსა და გადაწყვეტილებებს, რომელიც სახელმწიფომ ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაატარა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ  ეს გადაწყვეტილება არაა საბოლოო და ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გაასაჩივრებთო.

იტვირთბა....