რუსული გამოცემა meduza-ის ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგში ლგბტ აქტივისტი, ელენა გრიგორიევა მოკლეს.
გამოცემის ცნობით, აქტივისტი სანქტ-პეტერბურგში ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებში, მათ შორის ომის საწინააღმდეგო და პროდემოკრატიულ აქტივობებში მონაწილეობდა.
რუსეთის ლგბტ ქსელის ხელმძღვანელი, დინარ იდრისოვი აღნიშნავს, რომ აქტივისტს ჭრილობები ცივი იარაღით, რვაჯერ მიაყენეს. ის ამბობს, რომ გრიგორიევამ და მისმა ადვოკატმა შესაძლო საფრთხის შესახებ პოლიციას აცნობეს, თუმცა, მათ შესაბამისი რეაგირება არ ჰქონდათ.