საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება განახლდა. საბჭოს წევრები დღეს სამ კანდიდატს მოუსმენენ, მათ შორის, საქართველოს გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძესა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძეს. საბჭოს წევრები ასევე გაესაუბრებიან მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი თევდორაშვილს.
იუსტიიცის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 17 ივლისს დაიწყო. გასაუბრების დასრულების შემდეგ საბჭო ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.