ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

დოლიძე ომბუდსმენს მიმართავს, რათა შეისწავლონ დისკრიმინაციული დამოკიდებულება მასსა და ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ

უსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე, ომბუდსმენს მიმართავს, რათა შეისწავლოს იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესის დროს მისი და ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ არსებული დამოკიდებულება.

“მივმართავ სახალხო დამცველს, რომელიც არის ანტიდისკრიმინაციული კანონის ზედამხედველი ორგანო, დაიწყოს ამ თემის შესწავლა. მივმართავ არასამთავრობო სექტორს, ვართ ორი ქალი წევრი, ორივეს გვყავს მცირეწლოვანი შვილები, ეს არის დისკრიმინაციული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ პროტესტის ნიშნად უკვე მეორედ დატოვეს. საბჭოს არამოსამართლე წევრებსა და მოსამართლე წევრებს შორის კამათი ამჯერადაც მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროის გახანგრძლივებამ გამოიწვია.

იტვირთბა....