ახალი ამბები

ან ეს არის ფულის გათეთერება, ან არის რეკეტი, ან ძალაუფლების ბოროტად გამოყენება – დოლიძე ოქრუაშვილის განცხადებებზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ პარტია “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებლის განცხადებებს პროკურატურა უნდა იძიებდეს.

დოლიძის განცხადებით, უმაღლესი თანამდებობის პირს სახსრების მოზიდვის უფლება არ ქონდა, გარდა სახელმწიფოს მიერ მისთვის გამოყოფილ ფინანსებისა.

“როდესაც ვსაუბრობთ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირზე, რომელსაც რამდენიმე ათასი ლარი ქონდა ხელფასი, მისი განცხადებები რამდენიმე ნიშანს მოიცავს. ან ეს არის ფულის გათეთრება, ან ეს არის რეკეტი, ან ეს არის ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, ან ყველაფერი ერთად. ოქრუაშვილი არ იყო ჩვეულებრივი მოქალაქე. ოქრუაშვილი პირდაპირ აცხადებს – მე არ ვიფორმებდი ქონებას, სხვას ვუფორმებდიო. ფულის გათეთრება მეტი კი არაფერია. მთელი შემადგენლობის ნიშნები გვაქვს სახეზე, რომლებმაც შეიძლება დაადასტუროს ბევრი ის ფაქტი, რომლებზეც ადრე გვქონდა საუბარი არრასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებში – როგორ მონაწილეობდა სხელმწიფო ქონების გადაფორმებაში, როგორ მონაწილეობდა ის რეკეტში.

პროკურატურა ცალკე უნდა იძიებდეს მთელ იმ ინიფორმაციას, რომელიც ოქრუაშვილმა განაცხადა. სასაცილო ეს ნამდვილად არ არის. უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც ამბობს, რომ მე სახხსრები მოვიზიდე, მას ამის უფლება არ ქონდა. არ შეიძლებოდა ოქრუაშვილს იმ სახსრებთან შეხება ქონოდა, გარდა იმისა, რაც სახელმწიფომ სამსახურისთვის გამოუყო”, – აცხადებს დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ ოქრუაშვილის განცხადებით, მას ყოველთვის ქონდა ფინანსების მოსაზიდად სხვადასხვა ბერკეტები. ოქრუაშვილის განცხადებით, მისი დაფინანსებულია “ვარდების რევოლუცია” და 2007 წელს მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამართული აქციები.

გარდა ამისა, ოქრუაშვილის განცხადებით, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა მისგან და მასთან აფილირებული პირებისგან 2005-2010 წლებში წლიური 10%-ით 7,7 მილიონი დოლარი ისესხა, რაც აისახა კიდეც 2010 წელს გაფორმებულ დოკუმენტში, რომელსაც ოქრუაშვილი ნამდვილს, ხალვაში კი გაყალბებულს უწოდებს. ამ ფაქტის საფუძველზე ყოფილი მაღალჩინოსანი „რუსთავი 2“-ის აქციების დაყადაღებას მოითხოვს და ამტკიცებს, რომ ტელევიზია არა ქიბარ ხალვაშს, არამედ მას ეკუთვნის.

იტვირთბა....