ფლორიდას შტატში, პლაჟზე მეხი დაეცა 8 ადამიანს, რომელთაგან ერთ-ერთი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელეარხი WFLA ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ერთ-ერთ მამაკაცს ინციდენტის დროს გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა სპეციალური მასაჟებით მისი ამუშავება შეძლეს. ამ ეტაპზე ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. დანარჩენი დაზარალებულებიც კლინიკაში გადაიყვანეს, იმ განსხვავებით, რომ სამმა მათგანმა უარი თქვა მკურნალობაზე და სახლში გაეწერა.
აღსანიშნავია, რომ 8 დაზარალებულს შორის 2 სხვა ქვეყნის მოქალაქეა.