ახალი ამბები ვიდეო მთავარი მსოფლიო

ხელკეტებით შეიარაღებულები სადგურში თავს მოქალაქეებს დაესხნენ (ვიდეო))

ჰონგ-კონგში, თეთრმაისურიანი და ხელკეტებით შეიარაღებული მამაკაცები რკინიგზის სადგურში შეიჭრნენ და თავს დაესხნენ მოქალაქეებს. ბოლო ინფორმაციით, 50-მდე ადამიანი დაშავდა. მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულია.

შეგახსენებთ, ჰონგ-კონგის ცენტრში დემოკრატიის მხარდამჭერი აქცია გაიმართა, სადაც სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. ზუსტად ამას უკავშირებენ რკინიგზის სადგურში მომხდარ ფაქტს.

ქვევით ვიდეოში იხილეთ: ჰონგ-კონგის ცენტრში დემოკრატიის მხარდამჭერი აქცია

 

იტვირთბა....