ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არ ვფიქრობ, რომ ჩვენი ჟურნალისტებიდან ვინმე ოქრუაშვილთან შევიდოდა გარიგებაში” – სალია

“რუსთავი 2“-ის ახალი გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის მიხედივთაც ის ტელეკომპანიის ჟურნალისტებს შეხვდა, რომ გამორიცხულია რუსთვი 2-დან ვინმე შესულიყო ოქრუაშვილთან გარიგებაში.

„ჩემი აზრით, რაც ყველაზე მნიშნველოვანია ჩემთვის, ჟურნალისტებს ასეთი რამ არ უთქვამთ და დავიწყებ აქედან. მსგავსი ინფორმაცია თუ გაჟღერდა, აუცილებლად მოვიკითხავ, მაგრამ არ მგონია, ეგ იყოს სიმართლე. არ ვფიქრობ,რომ ჩვენი გუნდიდან, ჟურნალისტებიდან ირაკლი ოქრუაშვილთან ვინმე შევიდოდა გარიგებაში“,-აცხადებს სალია

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკური მოძრაობის „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის ანა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილსა და „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებს შორის შეხვედრა შედგა.

ირაკლი ოქრუაშვილთან შეხვედრას, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძეც უარყოფს.

იტვირთბა....