და ახლა უფრო სერიოზულად:
ჩემი პოზიცია (საბედნიეროდ, არა მხოლოდ ჩემი) არის შემდეგი:
ჩვენი ამოცანა არის დაახლოებით იგივე, რაც ჩერჩილის, მეორე მსოფლიო ომში.
ჩვენ უნდა დავამარცხოთ ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება – ეს არის მთავარი.
ამავდროულად, არ უნდა დავუშვათ, რომ ინიციატივა ნაცებს ჰქონდეთ.
რა არის გასაკვირი იმაში, რომ ჩვენი სურვილია, ამ ქვეყნის დღის წესრიგი ჩვენი შეხედულებების ადამიანებმა შექმნან?
რატომ გწყინთ?
რატომ ბრაზობთ?
რატომ ითხოვთ, რომ თქვენი უმცროსი ძმობა გვინდოდეს?
რატომ იქცევით ბოლშევიკებივით?
რატომ ვერ ეგუებით, რომ კონკურენტები ვართ?
მიზანი არის ეს.
რამდენად შესრულდება და რა ხარისხით, ამას ვნახავთ.
მაგრამ ამ მიზნის მიღწევას შევეცდებით და ტაქტიკაც შესაბამისი გვექნება”
თამარ ჩერგოლეიშვილი – “ტაბულას” დირექტორი
სოციალური ქსელი