ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ოქრუაშვილი ადვოკატი იყო, შემდეგ გახდა საჯარო მოხელე და ისტორიას ყვება, რომ მილიონერ ადამიანს, რომელიც წარმატებული ბიზნესმენი იყო ფული ასესხა?!” – სალია

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, ეხმაურება, რმლის მიხედვითაც თითქოს მან 7 მილიონი დოლარი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს ასესხა.

სალის თქმით ოქრუაშვილი ადვოკატი იყო, შემდეგ გახდა საჯარო მოხელე და მერე ყვება ისტორიას, რომ მილიონერ ადამიანს, რომელიც წარმატებული ბიზნესმენი იყო და წარმატებული ბიზნესები ჰქონდა, ფული ასესხა.

სალიას თქმით, ოქრუაშვილს „რუსთავი 2“-ის წილების მოთხოვნის არანაირი საფუძველი არ აქვს.

„ადვოკატი იყო ბატონი ოქრუაშვილი, შემდეგ გახდა საჯარო მოხელე და მერე ყვება ისტორიას, რომ მილიონერ ადამიანს, რომელიც წარმატებული ბიზნესმენი იყო და წარმატებული ბიზნესები ჰქონდა, ფული ასესხა?! საინტერესო პასაჟიც არის მაგ ე.წ. ხელშეკრულებაში, რომ თუ ქიბარ ხალვაში დამოუკიდებლად დაიწყებდა დავას ამასთან დაკავშირებით, მის გარეშე მაშინ ჯარიმა უნდა გადაეხადა, ხომ?! ჯარიმას არ ითხოვს, ითხოვს ტელევიზიის წილებს. მე ვფიქრობ, რომ არანაირი საფუძველი არ აქვს“, – განაცხადა სალიამ.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა, გია ზედელაშვილმა გუშინ ჟურნალისტებს განუცხადა, სამი ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ ნამდვილია ქიბარ ხალვაშის ხელმოწერა დოკუმენტზე, რომელიც ამტკიცებს, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელი ირაკლი ოქრუაშვილია.

იტვირთბა....