ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევისას ოთხი ადამიანი დაშავდა. დაზარალებულები ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “მედცენტრსა” და “რეფერალურ ჰოსპიტალში” უკვე გადაიყვანა.
ექიმების ცნობით, დაშავებულებს კიდურებისა და სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ. დაშავებულთა შორის არ არიან მცირეწლოვანი ბავშვები.
ანდრონიკაშვილის ქუჩაზე მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი ერთამენთს შეეჯახა, რის შედეგადაც სამარშუტო მიკროავტობუსი ამობრუნდა.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

