aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სპორტი

რუსეთის მორაგბეთა ნაკრებმა საქართველოში ჩამოსვლაზე უარი განაცხადა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ამხანაგური მატჩი რაგბში, რომელიც 27 აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის თბილისში უნდა გამართულიყო, აღარ ჩატარდება. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური გამოცემა „ტასი“ არცელებს.

გამოცემა ამტკიცებს, რომ მატჩის გაუქმების მიზეზი საქართველოში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, რაც, თავის მხრივ, ქვეყანაში რუსეთის დელეგაციის სკანდალის გამო დაწყებულ პროტესტს უკავშირდება.

„სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე რადიკალურად განწყობილ პირთა გამოსვლები იწვევს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევებს და შესაძლოა საფრთხე შეუქმნან იმ პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომლებიც ამ ქვეყანაში იმყოფებიან. ამასთან დაკავშირებული გარემოების გამო, იძულებულები ვართ გაცნობოთ, რომ რუსეთის რაგბის ფედერაცია შეუძლებლად მიჩნევს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის ჩატარდეს მატჩი, რომელიც 2019 წლის 27 აგვისტოს თბილისში იყო დაგეგმილი“ – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა. ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა. ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც.

იტვირთბა....