ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ყოველწლიურად მრავალმილიონიანი შემოსავალი მაქვს და არ მჭირდება არც დაგროვებითი და არც არადაგროვებითი პენსია – ოქრიაშვილი

დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია on.ge-იმ გაავრცელა.

როგორც “მეტრონომს” კახაბერ ოქრიაშვილმა უთხრა, მართალია, ის მხარს უჭერს დაგროვებით საპენსიო სისტემას და პარლამენტშიც მხარი დაუჭირა კანონპროექტს, მაგრამ მისი შემოსავლებიდან გამომდინარე სირცხვილია, რომ დაგროვებითი პენსია აიღოს.

“მე მხარს ვუჭერ პენსიის დაგროვებითობას. ხალხი მუშაობს თუ არ მუშაობს, ყველა ერთნაირად 200 ლარს იღებს, ეს არ არის სწორი. პოლიტიკას ნუ აურევთ ჩემს პირად შემოსავალს. მე ყოველწლიურად მრავალმილიონიანი შემოსავალი მაქვს და არ მჭირდება დაგროვებითი პენსია, არც არადაგროვებითი პენსია მჭირდება, სირცხვილია რომ ეს ავიღო. თქვენ იცით, რომ პარლამენტარისთვის 600 ლარამდეა არადაგროვებითი პენსია. ჩემი შემოსავლების მქონე ადამიანისთვის სირცხვილია პენსიის აღება. მართალია, ჩემი კომპანიების გადასახადებიდან ფინანსდება, მაგრამ სირცხვილია მე რომ დაგროვებითი პენსია ავიღო”, – აცხადებს დეპუტატი.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილი მილიონერია. ის სააფთიაქო ქსელ “PSP-ს” აქციონერია.

იტვირთბა....