მთავარი სოციალური ქსელი

მაგალითად, თბილისის საავიაციო ქარხნის საქმე მეშვიდე წელია სასამართლოშია და ჯერ მეორე ინსტანციაც არ დასრულებულა – კოჟორიძე “რუსთავი 2-ის” საქმეზე

“რუსთავის 2-ის საქმემ 4 წელზე ნაკლებ დროში მოიარა საქართველოს სასამართლოს სამივე ინსტანცია დიდი პალატის ჩათვლით და სტრასბურგი. არ მახსენდება არცერთი ასე სწრაფად დასრულებული საქმე.

მაგალითად, თბილისის საავიაციო ქარხნის საქმე მეშვიდე წელია სასამართლოშია და ჯერ მეორე ინსტანციაც არ დასრულებულა. მეექვსე წელი მიდის ფონდი კონსტანტას საქმეზე.

ხალვაში ამბობს, ჩემზე იძულება მოახდინეს და საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ თანხად გამაყიდინეს რ2-ს წილიო. მჯერა, რომ ასე იქნებოდა. მაგრამ რატომ არ ჯერა სასამართლოს საავიაციო ქარხნის დაზარალებული აქციონერების, რომლებიც ამბობენ კვირა ღამეს იძულებით გვაჩუქებინესო?!

ხალვაშის შემთხვევაში სასამართლო წერს, რომ საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები ფასი იძულებაზე მიუთითებსო. ხოლო რ2-ზე მრავალჯერ ძვირადღირებული საავიაციო ქარხნის ღამით უფასოდ გადაცემა, სასამართლოს მოსაზრებით, თურმე ნებაყოფლობით მომხდარა…

შერჩევითობა სამართლის მტერია”

იურისტი კახა კოჟორიძე; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....