ეკლესიის ნდობის რეიტინგი 89 პროცენტს, ჯარის კი, 87 პროცენტს შეადგენს. – ამის შესახებ კვლევას საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ავრცელებს.
სხვა ინსტიტუტების მიმართ ნდობის მაჩვენებლები ასეთია: ქართული მედია – 70 პროცენტი, პოლიცია – 52 პროცენტი, ადგილობრივი ხელისუფლება – 48 პროცენტი, საჯარო განათლების სისტემა – 40 პროცენტი, პარლამენტი – 37 პროცენტი, მინისტრთა კაბინეტი – 35 პროცენტი, ცესკო – 34 პროცენტი, პრემიერ-მინისტრის ოფისი – 33 პროცენტი, პრეზიდენტის ოფისი – 33 პროცენტი, გუბერნატორები – 27 პროცენტი, პოლიტიკური პარტიები – 26 პროცენტი, პროკურატურა – 25 პროცენტი, ეროვნული ბანკი – 25 პროცენტი, სასამართლოები – 23 პროცენტი, პროფკავშირები – 18 პროცენტი.
IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5 პროცენტს შეადგენს