ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ახალი გენერალური დირექტორი, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია, სამაუწყებლო კომპანიაში უკვე მივიდა.
„თქვენ ჟურნალისტებს გაქვთ სრული თავისუფლება. არ ვერევი, რას აკეთებთ“, – მიმართა სალიამ არხის თანამშრომლებს.
სალიამ ხაზი გაუსვა იმას, რომ დღეს არხის ყოფილ გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან, შეხვედრა სურს.
“ვგეგმავ ნიკა გვარამიასთან და სხვებთან შეხვედრას, არა ჟურნალისტების, არამედ მენეჯმენტის ნაწილში”, – განაცხადა მან.
სალიას არ დაუკონკრეტებია, აპირებენ თუ არა გვარამიას გადაცემის წამყვანის თანამდებობიდან გადაყენებასაც.
ასევე, ცნობისათვის,