მთავარი ციტატა

“გვარამიას განცხადება დირექტორის გადაყენებასთან დაკავშირებით აბსურდია”

“ნიკა გვარამიას განცხადება დირექტორის გადაყენებასთან დაკავშირებით არის აბსურდი და სამართლებრივი ნონსენსი, რადგან, მესაკუთრეს თავისუფლად შეუძლია გაათავისუფლოს ან დანიშნოს თავისივე კომპანიის დირექტორი. ჩვენ უკვე შევიტანეთ განცხადება იუსტიციაში ახალი მესაკუთრის დარეგისტრირებაზე”

პაატა სალია, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი

შეგახსენებთ, დღეს სტრასბურგის გადაწყვეტილებით, საქართველოს ბოლო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ხარვეზები არ აღმოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალაში რჩება განაჩენი რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშის მფლობელობაში გადაცემაზე. გვარამია აცხადებს, რომ მას აქვს კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც, მისი თანამდებობიდან გადაყენება გართულდება.

იტვირთბა....