ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“სტრასბურგის გადაწყვეტილება – მორიგი ლოდი სააკაშვილის პოლიტიკურ საფლავზე”

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი სტრასბურგის დღევანდელ გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი თქმით, ვაზაგაშვილის საქმეზე დღევანდელი გადაწყვეტილება გირგვლიანის საქმის მსგავსად მორიგი ლოდია სააკაშვილის პოლიტიკურ საფლავზე.

“ქარს დათესავ? ქარიშხალს მოიმკი და ის ქარიშხალი შენვე წაგლეკავს. ვაზაგაშვილის საქმეზე დღევანდელი გადაწყვეტილება გირგვლიანის საქმის მსგავსად მორიგი ლოდია სააკაშვილის პოლიტიკურ საფლავზე. სამწუხაროდ ყველამ ვერ იპოვა სამართალი ჯერ, და მათ შორის რუსთავი 2-ის ნამდვილი მესაკუთრეებიც არიან. David Dvali ის ურემი ნელა დადის მაგრამ აუცილებლად მოვა შენამდე.
იმედია ეხლა ევრო სასამართლოს გმობის, ბიძინამ იყიდა ყიჟინას სერიალს არ ვნახავათ.
ამ ისტორიაში ცუდი ის არის რომ ერთ ქურდს წაართმევენ და მეორე ქურდს მიაკუთვნებენ. თორემ გადაწყვეტილება სრულიად გასაგები და ლოგიკურია.
ეს ქარიშხალი 20 ივნისის საქმეზე კი აუცილებლად იმათ წალეკავს დღეს რომ ბედნიერების დროშები აღმართეს. მაინც გახსოვდეთ.
P.S. თავისუფალი ინტერპრეტაციის გურუებმა რამე რომ არ დამაბრალოთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას არც ეჭვქვეშ ვაყენებ და არც რამე პრობლემას ვხედავ.” – წერს თინათინ ხიდაშელი.

შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა.

2006 წლის 2 მაისს დილის 10 საათზე შსს-ს კრიმინალური პოლიციის მიერ კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციას ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის სიცოცხლე შეეწირა. სპეცოპერაცია, რომელსაც “კორტების ტრაგედია” შეარქვეს, სანდრო გირგვლიანის და ბუტა რობაქიძის მკვლელობებთან ერთად “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს მომხდარ ყველაზე გახმაურებულ საქმედ იქცა.

იტვირთბა....