ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტრასბურის გადაწყვეტილებით, სახელმწიფომ ვაზაგაშვილის ოჯახს 50 000 ევრო უნდა გადაუხადოს

სტრასბურგის სასამართლომ ვაზაგაშვილის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა და სახელმწიფოს 50 000 ევრო ოჯახი სასარგებლოდ დააკისრა.

როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული, სახელმწიფომ უნდა გადაუხადოს განმცხადებელს სამი თვის ვადაში 50 ათასი ევრო დამატებით გადასახადი, რომელიც შესაძლოა, იყოს მიყენებული არამატერიალური ზიანისთვის.

გადაწყვეტილებაში ძირითადა ყურადღება გამახვილებულია სახემწიფოს მხრიდან პროცედურულ დარღვევებზე და გაჭიანურებულ საგამოძიებო მოქმედებებზე.

შეგახსენებთ, რომ 2006 წლის 2 მაისს დილის 10 საათზე შსს-ს კრიმინალური პოლიციის მიერ კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციას ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის სიცოცხლე შეეწირა. სპეცოპერაცია, რომელსაც “კორტების ტრაგედია” შეარქვეს, სანდრო გირგვლიანის და ბუტა რობაქიძის მკვლელობებთან ერთად “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს მომხდარ ყველაზე გახმაურებულ საქმედ იქცა.

იტვირთბა....