aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ჩემი ლიდერები არიან ჩემი შვილები და სულიერი მოძღვარი” – მოსამართლეობის კანდიდატი

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩემი ლიდერები არიან ჩემი შვილები და სულიერი მოძღვარი, მამაო, – უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, დიანა ბერეკაშვილმა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დასმულ შეკითხვას, არის თუ არა ლევან მურუსიძე სასამართლო სისტემის ლიდერი, როგორც ეს თავად მურუსიძემ განაცხადა.

“ლევან მურუსიძე არის ძალიან გულისხმიერი, მეგობრული, დადებითი თვისებებით და შეიძლება, ამას გულისხმობდა და ამას ვეთანხმები. სხვა შემთხვევაში ჩემი ლიდერები ჩემი შვილები არიან და ჩემი სულიერი მოძღვარი, მამაო”,- განაცხადა ბერეკაშვილმა.

ნაზი ჯანეზაშვილის კითხვაზე, უნდა ატარებდეს თუ არა მოსამართლე ჯვარს მანტიის ზემოდან, ბერეკაშვილმა უპასუხა, რომ არა. მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციით არცერთ რელიგიას არ აქვს პრივილეგიები.

ასევე, ბერეკაშვილის აზრით, მოსამართლე პოლიტიკუტ დისკუსიებში არ უნდა ერთვებოდეს, თუ საქმე მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების უსამართლო კრიტიკას არ ეხება.

ნჯანეზაშვილმა ბერეკაშვილს ასევე ჰკითხა, უწესებს თუ არა საკუთარ თავს შეზღუდვებს მოსამართლის მანდატიდან გამომდინარე, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო.

“ხშირად მიფიქრია, ახლა მოსამართლე რომ არ ვიყო, ამას ვუჩვენებ სეირს-თქო”,- განაცხადა ბერეკაშვილმა.

იტვირთბა....