მთავარი ციტატა

“ივანიშვილი სახელმწიფოს “ქართუ ბანკივით” მართავს, სადაც საზამთროს მჭამელ ხალხს ამუშავებს” – დიღმელაშვილი

“ჟურნასტებს ესროლა (ივანიშვილმა) და შემდეგ ჟურნალსიტებსვე ლანღძავს, მან არ იცის, რა არის სახელმწიფო, ვერ ხვდება ამ ყველაფერს, ის არ არის ლიდერი, არის მხოლოდ თავისი ქონების მცველი და სახელმწიფოსაც ისე მართავს როგორც თავის კომპანიას და როგორ მართავს თავის კომპანიას კიდევ შედით “ქართუ ბანკში”, შეიხედეთ და იქ დაგხვდებათ საზამთროს მჭამელი თანამშრომლები. ვერ გაიგო ივანიშვილმა, რომ ამ ქვეყანაში მოქალაქეები მხოლოდ თავად და ნაციოანლები არ არიან და აქ საზოგადოებასაც სიტყვა გვეთქმის”

ეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა. ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა. ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც.

შოთა დიღმელაშვილი საპროტესტო აქცია “სირცვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორი
“ტვ პირველის” ეთერი

იტვირთბა....