ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ყველა ველოდებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას და მნიშვნელოვანია, არ მოხდეს ნაჩქარევი შეფასებები” – ლომჯარია “რუსთავი 2”-ზე

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ყველა მხარეს მოუწოდებს, “რუსთავი 2”-ის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მეტწილად გარკვეული ინტერპრეტაციების საშუალებას შეიძენს და, აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში ოპტიმალური პოზიციის შეჯერება მნიშნელოვანია.

“ყველა ველოდებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არ მოხდეს ნაჩქარევი შეფასებების გაკეთება, თუ გადაწყვეტილებების მიღება, მით უმეტეს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. მნიშვნელოვანია გავეცნოთ გადაწყვეტილებს, რომ ცალსახად შევჯერდეთ ამ გადაწყვეტილების შინაარსზე და იმაზე, თუ რას ითხოვს ან რას დაადგენს სასამართლო. არ გამოვრიცხავ რომ გარკვეული ინტერპრეტაციის სივრცე დატოვოს გადაწყვეტილებამ და იმისთვის, რომ ნაჩქარევი და არასწორი ნაბიჯები არ გადაიდგას, განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული დრო არსებობდეს იმისთვის, რომ ყველა ობიექტური, კომპეტენტური, კვალიფიციური მხარე შეთანხმდეს თუ რას გულისხმობს სასამართლო და რეალურად რა მუხლის დარღვევას დაადგენს ან არ დაადგენს.

ამიტომ ამ ეტაპზე ჩემი მთავარი რჩევა იქნება, რომ არ იყოს არანაირი ნაჩქარევი გადაწყვეტილება მოღებული. ასევე მნიშვნელოვანი იქნება უკვე შემდგომ მინისტრთა კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ნაწილში, რაც გვაჩვენებს, თუ რა მოლოდინები ექნება სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღსრულებასთან მიმართებით”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

იტვირთბა....