ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ოქრუაშილის თქმით, 4 დღის წინ მან ივანიშვილისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო

პოლიტიკური პარტიის, “გამარჯვებული საქართველოსთვის”, ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის, ცნობით, მან ბიძინა ივანიშვილისგან, დაახლოებით, 4 დღის წინ მუქარის შემცველი წერილი მიიღო, რომ თუკი საქართველოში დაბრუნდებოდა, მას აუცილებლად დაიჭერდნენ.

“ჩემს გარემოცვას შემოუთვალეს, რომ არ ჩამოვსულიყავი, თორემ დამიჭერდნენ”, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბრისას.

“მე ნათქვამი მქონდა, რომ 19-ში ვბრუნდებოდი, 19 არის ზეგ და ზეგ ვბრუნდები, არანაირ გეგმები არ შემიცვლია და რა უნდათ, ჩამოყალიბდნენ, გამაგებინონ. მათთან მე ადეკვატური თანამშრომლობა აღარ მექნება” – აღნიშნავს ყოფილი მინისტრი.

ოქრუაშვილის მტკიცებით, იარაღის შეძენა, შენახვა, ტარების მუხლით დაკავებული მისი დაცვის ერთ-ერთი წევრს, კობა კოშაძეს, იარაღი ჩაუდეს, ვინაიდან მასზე “ვერანაირი ზემოქმედება ვერ მოახდინეს”

“იარაღი ჩაუდეს ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ჩემზე ვერ მოახდინეს ვერანაირი ზემოქმედება, ვერანაირი ძველი ვერაფერი ვერ ამოქექეს და ჩემს წინააღმდეგ რაღაც საქმეები რომ დაეწყოთ და ბოლოს ამით გამონახეს ზეწოლის მექანიზმი. მაგრამ ვერაფერს ვერ გახდებიან” – ამბობს ოქრუაშვილი.

იტვირთბა....