ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ივანიშვილი ცრუობს, თითქოს უცხოეთმა მოიწონა აქციის დაშლა – გოცირიძე

“ისევე როგორც გახარია, რომელმაც მოიტყუა, იმ ღამეს როცა დარბევა იყო, ელჩებიც პარლამენტიდან აკვირდებოდნენო, ასევე ივანიშვილი ცრუობს, თითქოს უცხოეთმა მოიწონა აქციის დაშლა. სინამდვილეში, საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლები მოითხოვდნენ გამოძიებას ძალის ბოროტად გამოყენების გამო”

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ “მეტრონომთან” საუბარში განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში გაიმართა „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრა, რომლის  სამუშაო შეხვეედრაში მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ივანიშვილმა გახარიას გადადგომაზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ახლა შს მინისტრის გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა. რაც შეეხება 20-21 ივნისის აქციის დაშლას, ევროპასა და ამერიკას ძალის გამოყენების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არ ქონიათ.

ივანიშვილი შეეხო პარლამენტის წინ და ასევე შეკვეთილის წინ მიმდებარე აქციებს, სადაც გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ და აღნიშნა, რომ ორივეგან 200-200 კაცზე მეტი ვერ გროვდება.

იტვირთბა....