ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სპორტი

“გიორგი გაბუნიას გამო აშშ-ს საელჩომ უარი მითხრა”: რუსეთის ნაკრების მწრთვნელი

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, რუსეთის ნაკრების მთავარი მწრთვნელი ძამბოლატ თედეევი, აშშ-ს საელჩოს მხრიდან ვიზის გაგრძელებაზე უარის თქმას, “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას უკავშირებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო “ვესნიკ კავკაზა” ავრცელებს.

“ბევრჯერ ვყოფილვარ შეერთებულ შტატებში, როგორც სპორტსმენი ნაკრებიდან, როგორც მწრთვნელი, მაგრამ ვიზაზე უარი არასოდეს უთქვამთ. უარი პირველად მივიღე. გიორგი გაბუნიას გამო აშშ-ს საელჩომ უარი მითხრა. ვხედავ, რომ უარი უკავშირდება ჩემს მიერ გამოთქმულ აზრს ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მიმართ. როგორც ჩანს, საელჩოს არ გამორჩა ეს ჩემი განცხადება. ვწუხვარ, რომ პოლიტიკა და სპორტი ხშირ შემთხვევაში ერთმანეთს უკავშირდება” – აცხადებს რუსეთის ნაკრების ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პირდაპირ ეთერში, უცენზურო სიტყვებით მოიხსენია, რასაც როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ აჟიოტაჟი მოჰყვა.

იტვირთბა....