არაადეკვატურობის მწვერვალებს იპყრობს ივანიშვილი. რაც დრო გადის უფროდაუფრო დადღაბნილი ხდება მისი შეფასებები. ლიბერალურმა ინტერნაციონალმა, რომლის ასოცირებული წევრიც ამერიკის “დემოკრატიული” პარტიაც კი არის, აღმასრულებელმა კომიტეტმა, ქართველი და ფინელი ლიბერალების ინიციატივით, უმკაცრესი რეზოლუცია მიიღო, რაც საქართველოშიც გავრცელდა, სადაც პირდაპირ გაკრიტიკებული იყო საქართველოს ხელისუფლება. რას ქვია არსაიდან არანაირი შეშფოთება არ გამოთქმულა. 104 პარტიას აერთიანებს ლიბერალური ინტერნაციონალი. თუ ახლა ამერიკული “რესპუბლიკური” პარტიის განცხადება აინტერესებს, პომპეოს განცხადება გაიხსენოს ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და არა მარტო. პომპეოს განცხადებაში საარჩევნო სისტემასა და სასამართლო ხელისუფლებაზეც იყო საუბარი. საგარეო ზეწოლის გამო მოუხდა ივანიშვილს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის ანონსირება. სად იყო აქამდე, ხუთი წელი ემალებოდნენ პროპორციულ სისტემას. ამ საკითხში ივანიშვილი ტყუის, – ასე აფასებს “რესპუბლიკური” პარტიი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ცოტა ხნის წინ პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც 20-21 ივნისს პარლამენტის წინ აქციის დარბევასთან დაკავშირებით ევროპასა და ამერიკაში ძალის გადამეტებასთან დაავშირებით კითხვები არ ყოფილა.
ბერძენიშვილის თქმით, ივანიშვილმა აქციის მონაწილეთა ორი მოთხოვნა იმიტომ დააკმაყოფილა, რომ ხელისუფლებაზე საერთაშორისო ზეწოლა მიმდინარეობდა.
რამდენი კაცი კეტავს რუსთაველს 200 კაცი? 20-იც კი დაკეტავს თუ დააკეტინებ, იქ შავრაზმელები რომ ყავდა დატოვებული – 20 კაცს გადააკეტინეს რუსთაველი. იმდენჯერ იყო რუსთაველი გადაკეტილი… მასობრიობა ამ აქციებს არ აკლია. ივანიშვილი ამდენს თუ ვერ ხვდება, რომ ქართველი თვისობრივად ახალი რეალობაა და ქართველი ახალგაზრდობის ყველაზე განათლებული ნაწილი, რომლის კრეატიულობაც იმდენად მაღალია, რომელსაც ვერც ივანიშვილის ხელისუფლება შეედრება და ვერც რომელიმე პოლიტიკური ინსტიტუცია. მიიღებს კიდევ ერთხელ მათგან მრავალმხრიობის გამოხატულებას. რატომ მოხდა, რომ სამი მოთხოვნიდან ორი უფრო მნიშვნელოვანი დათმო? ხომ გაცილებით მაღალი თანამდებობის პირია ირაკლი კობახიძე, ვიდრე გახარია? გახარიას ის ვერ უშვებს და გახარია ვერ მიდის. სიტყვა ვერ აქ მთავარია. ისევე როგორც შევარდნაძემ ვერ გაუშვა იგორ გიორგაძე და ვერ გაუშვა შოთა კვირაია. იმიტომ, როგორც ჩანს, ივანიშვილის საგარეო პოლიტიკური ვექტორი ბოლო ხანებში ჩრდილო-დასავლური გახდა. მისი კომპასი დასავლეთიდან ჩრდილოეთში გადაიხარა. მისი ხელისუფლების შენარჩუნების ბერკეტები, იმედები სწორედ ჩრდილოეთშია.
ავიღოთ ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება. სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ იმედია, საქართველოს ხელისუფლება “რუსთავი 2-სა” და რუსეთის ხელისუფლების შეურაცხმყოფელ პოლიტიკოსებს პასუხს გასცემს. იმედს გამოთქვამს, რადგან მაამებლური პოლიტიკა ღია გახდა. “პატრიოტთა ალიანსი”, რომ საკუთარი ნებით არ არის რუსეთში წაბრძანებული და ბოდიშებს უხდიან პუტინს, ესეც ხომ ივანიშვილის პოლიტიკური ხაზის ნაწილია. რაკი დაინახა რუსეთმა, რომ საქართველოს ხელისუფლება დაჩოქილია, დააპირა მისი ლიმონივით გამოწურვა. ივანიშვილის ყველა ურთიერთობა არაფორმალურია, მათ შორის პუტინთანაც. რუსეთმა თქვა, რომ თუ გინდა გადაგარჩინო, კიდევ უფრო მკაფიოდ გამოხატე ოკუპაციის მოწინააღმდეგე პოლიტიკური-საზოგადოებრივი ძალების, მედიასაშუალების მიმართ შენი პროროსული განწყობა”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ პუტინი და ივანიშვილი აქციის მონაწილეებს ვერ დაამარცხებენ.
“არასდროს ვფიქრობდი, რომ ივანიშვილი 2012 წელს რუსეთის პროექტი იყო. ისევე როგორც არ ვფიქრობდი არც გამსახურდიაზე, არც შევარდნაძეზე, არც სააკაშვილზე. თუმცა, საქართველოში ასეთი აკვიატებები დღემდე არსებობს. ქართველი ხალხი ახალ ვარსკვლავთბიჭუნებს ამარჯვებინებს ძველი მოყირჭებული ვარსკვლავთბიჭუნებზე. დაახლოებით 10 წელიწადში ერთხელ ასე ხდება. იმედი, მაქვს, რომ ახალი რეალობის გამო, რომ რუსთაველი გახდა თავისუფლების ეპიცენტრი. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობაში გაზრდილი თაობის ხელში თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ანტიოკუპაცია, ევროპელობა, ევროატლანტიკურობა გახდა მთავარი საყრდენი, ისინი თამაშობენ პირველ ნომრად. ამიტომ, იმ სიახლეებით, რაც აქციის მონაწილეებს აქვთ, მათ ვერც პუტინი, ვერც ლავროვი, ვერც ივანიშვილი ვერ დაამარცხებს, რადგან წარსულს არასდროს დაუმარცხებია მომავალი”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში გაიმართა „ქართული ოცნების“ რეგიონული ორგანიზაციის შეხვედრა, რომლის სამუშაო შეხვეედრაში მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილი.
ივანიშილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ივანიშვილმა გახარიას გადადგომაზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ახლა შს მინისტრის გადადგომა სამშობლოს ღალატი იქნებოდა. რაც შეეხება 20-21 ივნისის აქციის დაშლას, ევროპასა და ამერიკას ძალის გამოყენების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვები არ ქონიათ.
ივანიშვილი შეეხო პარლამენტის წინ და ასევე შეკვეთილის წინ მიმდებარე აქციებს, სადაც გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ და აღნიშნა, რომ ორივეგან 200-200 კაცზე მეტი ვერ გროვდება.