ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას იწყებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას დღეს 11:00 საათიდან იწყებს.

პირველ ეტაპზე შერჩეული 50 კანდიდატიდან გასაუბრებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 5 კანდიდატი გაივლის.

საბჭოს მოსამართლ წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით, უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის პროცესი უპრეცედენტოდ საჯარო იქნება.

„ყოველგვარი სპეკულაცია, საბჭოს წევრების მხრიდან იქნება ეს თუ სხვა სუბიექტებისგან, რომ პროცესის საჯაროობა არ იქნება უზრუნველყოფილი, წინასწარ ხაზგასმით გეუბნებით, რომ ეს არის დემაგოგია. დღევანდელი სხდომის ბოლო საკითხიც ჩემი ინიციატივით იქნა ჩასმული დღის წესრიგში, სწორედ იმიტომ, რომ 17 ივლისს, ყველა შესაძლო პრობლემური საკითხი დაწყებული – სხდომის დარბაზში დასწრებიდან, ეს იქნებიან ჟურნალისტები, არასამათავრობო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, გაგრძელებული – საბჭოს ფოეში ე.წ. სტრიმის გადაცემით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა ტექნიკური საშუალების გამოყენებით უზრუნველყოფს, რომ გასაუბრების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმათოს ისე, რომ შეკითხვა არავის დარჩეს საჯაროობასთან და მოსმენის სამართლიანად წარმართვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გვრიტიშვილმა გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ანბანის პრინციპით წარიმართება. 17 ივლისს კი გასაუბრების პროცესი იწყება შემდეგი კანდიდატებით: ზურაბ აზნაურაშვილი, თამარ ალანია, დიანა ბერეკაშვილი,თამარ ბურჯანაძე და მერაბ გაბინაშვილი.

 

იტვირთბა....