ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

პროკურატურა 20 ივნისის მოვლენებისას შსს-ს დაკავებული თანამშრომლის მიერ დამიზნებით სროლის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებული თანამშრომლის ქმედებებია ასახული.

ვიდეოში იკვეთება, რომ სამართალდამცველი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, სავარაუდოდ, რეზინის ტყვიას, დამიზნებით ესვრის, რის შედეგადაც მონაწილემ ფეხის არეში დაზიანება მიიღო.

გენერალურმა პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული თანამშრომელი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დააკავა.

კადრებში კარგად ჩანს შსს-ს მიერ დაკავებული თანამშრომელი, რომელიც აქციის 2 მონაწილეს დამიზნებით ესვრის

იტვირთბა....