დღეს, 16 ივლისს, საქართველოს პრემიერმნისტრის, მამუკა ბახტაძის, განცხადებით, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და სხვა ჯგუფებს შეეძლებათ, მედიკამენტები, დაახლოებით, 1 ლარად შეიძინონ.
აღნიშნული ფასი 35 მედიკამენტზე გავრცელდება, რომლებსაც მოქალაქეები ქრონიკული დაავადებებისას მოიხმარენ.
რაც შეეხება თოთოეული მედიკამენტის ფასს, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათი ჩამონათვალი ასეთია:
ენაპრილი 10 მგ- 20ტბ – 1,20 ლარი (ფასის კლება მოხდა 74%-ით)
ენაპი 20მგ-20ტბ – 1,30 ლარი (ფასი შემცირდა 75%-ით)
ლოზაპი 100მგ-30ტბ – 3 ლარი (ფასი შემცირდა 86%-ით)
ლორისტა 100მგ-28ტბ – 2,80 ლარი (ფასის კლება – 87%)
ეგილოკი 100მგ-60ტბ – 2,90 ლარი (ფასი 72%-ით შემცირდა)
კორდარონი 200მგ-30ტბ – 3,10 ლარი (73%-იანი კლება)
ვარფარინ-ნიკომედი 2,5მგ-50ტბ – 2,50 ლარი (ფასი 50%-ით შემცირდა)
დიგოქსინი-გრინდექსი 0,25-50ტბ – 1,20 ლარი (ფასი 50%-ით შემცირდა)
ვერიშპირონი 25მგ-20ტბ – 2,35 (50%-იანი კლება)
ატორისი 20მგ-30ტბ – 2,70 ლარი(63%-იანი კლება)
ზილტი 75მგ-28ტბ – 5,90 ლარი (72%-იანი კლება)
მინისანი 40მგ-30ტბ 4,10 ლარი (ფასი 81%-ით შემცირდა)
ფუროსემიდი 40მგ-20ტბ – 1,20 ლარი
ამლოდიპინი 5მგ-100ტბ – 4,10 ლარი (81%-იანი კლება)
სიოფორუ 1000მგ-60ტბ – 2,50 ლარი (ფასი 50%-ით შემცირდა)
ამარილი 2მგ-30ტბ – 1,30 ლარი (50%-იანი კლება)
დიაბეტონი MR 60მგ-30ტბ – 4,20 ლარი (50%-იანი კლება)
თიროზოლი 5მგ-50ტბ – 6 ლარი (73%-იანი კლება)
L-თიროქსინი 50მკგ-50ტბ – 2,25 ლარი (53%-იანი კლება)
ალბუტეროლის სულფატი 2,5მგ/0,5მლ – 1,45 ლარი (50%-იანი ფასდაკლება)
სერეტიდი დისკუსი 50/250 მკგნ- 10,70 ლარი (82%-იანი კლება)
სალბუტამოლი, 200 დოზა – 3,95 ლარი (ფასი 50%-ით შემცირდა)
სალბუტამოლი ინტელი 200 დოზა – 4 ლარი (50%-იანი ფასდაკლება)
მედროლი 16მგ-50ტბ – 12,65 ლარი (ფასდაკლება – 50%)
პულმიკორტი 2მლ – 2,45 ლარი (50%-იანი ფასდაკლება)
ბრეტარისი ჯენუეირი 32მკგ -51,45 ლარი (50%-იანი ფასდაკლება)
მედიკამენტების ფასდაკლებით შესაძენად ბენეფიციარმა უნდა გაიაროს შედეგი პროცედურები:
1. მიმართოს ოჯახის/სოფლის ექიმს ან ექიმ სპეციალისტს ფორმა N100-სა და რეცეპტის მისაღებად;
2. სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში აღნიშნული დოკუმენტაციისა და პირადობის მოწმობის წარდგენით გაიაროს რეგისტრაცია პროგრამაში;
3. მოქალაქეს შეუძლია ფასდაკლებული მედიკამენტები შეიძინოს სააფთიაქო ქსელ PSP-ს შესაბამის ფილიალში რეცეპტისა და პირადობის მოწმობის წარდგენით.
ცნობისათვის, ბენეფიციარს შესაძლებლობა აქვს, ერთჯერადად შეიძინოს მედიკამენტის მაქსიმუმ სამი თვის საკმარისი ოდენობა. ყველა პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებულია.