aviabiletebi
მთავარი ციტატა

“20 ივნისს მშვიდობიან მოქალაქეებს უნდა სცოდნოდათ, რომ ბრმა ტყვია შეიძლება მოხვდეს ნებისმიერს” – გაჩეჩილაძე

“26 მაისი ნამდვილად იყო დარბევა, 20 ივნისი კი არ ყოფილა დარბევა, 2 საათზე მეტ ხანს პოლიციელები იყვნენ მშიდად და იგერიებდნენ მომიტინგეებს, ეს არ იყო დარბევა, ამ დროის მერე, იქ რომ მშვიდობიანი მოქალაქეები იდგნენ, უნდა სცოდნოდათ, რომ ბრმა ტყვია შეიძლება მოხვდეს ყველას.

მათ რომ ტყვიები მოხვდათ, შეიძლება ქვა ჰქონოდათ მოხვედრილი, თავისივე მხარდამჭერის მიერ. დაზუსტებით არ ვამბობ, არავის მხარეს არ ვარ, მაგრამ, იქ ისეთი ქაოსი იყო, არაფერია გამორიცხული”

aviabiletebi
ავიაბილეთები

 

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს პარლამენტში რუსი დეპუტატები იმყოფებობდნენ 26-ე მართმადიდებლობის საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში. რუსეთის დუმი-ს დეპუტატი სერგეი გავრილოვი პარლამენტის სავარძელშ აღმოჩნდა. ამას მოყვა აქციები, სადაც დეპუტატების საქართველოდან გაძევებასა და პარლამენტის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვდნენ. აქცია რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლსადენი გაზის, რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. მომდევნო დღეებში მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ და მათ სამი მთავარი მოთხოვნა ქონდათ – შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გადადგომა და პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარება. კობახიძის გადადგომის შედეგად კიდევ ერთი მოთხოვნა გაჩნდა – აქციის დღეს ყველა დაპატიმრებულის გათავისუფლება, რაც ამ დროისთვის შესრულებულია. ამის შემდეგ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევენბი პროპორციული სისტემით გაიმართება. თუმცა, კიდევ ერთი მოთხოვნა – გახარიას გადადგომა არ დააკმაყოფილა მმართველმა გუნდმა. ამ დროისთვის აქციები კვლავ გრძელდება, რათა ბოლო მოთხოვნაც შესრულდეს. გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობენ სტუდენტებიც.

გია გაჩეჩილაძე, მომღერალი და პოლიტიკოსი
“ტვ პირველის” ეთერი

იტვირთბა....