ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისია მუშაობას უახლოეს კვირებში განაახლებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადელიმიტაციო კომისია მუშაობას უახლოეს კვირებში განაახლებს.

პრემიერ-მინისტრმა ყველას მოუწოდა, კომისიას და შესაბამის უწყებებს მუშაობის საშუალება მისცენ.

„კომისია უახლოეს კვირებში განაახლებს მუშაობას და ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს ანგარიში კომისიის შეხვედრის, მაგრამ აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ შესაბამისი უწყებები ყოველდღიურ რეჟიმში არიან კონტაქტზე თავის კოლეგებთან აზერბაიჯანში. 2 დღის წინ იყო სამწუხარო ინცინდენტი, რომელიც ამოწურულია. ეს არის ფაქიზი საკითხი, ძალიან მგრძნობიარე თითოეული ჩვენგანისთვის და ყველას მინდა ვთხოვო, მისცენ კომისიას და შესაბამის უწყებებს საშუალება გააგრძელონ ფუნქციონირება ნორმალურ რეჟიმში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

იტვირთბა....