“ნაზიბროლას არ აქვს ზნეობა, არც მორალი და არც სინდისი არ გააჩნია, ამიტომაც ლაპარაკობს უზნეოდ. შევარდნაძის დროინდელი ტენდენციური დაკითხვა გამახსენდა. მეც არ დამიკითხავს ბრალდებულები, როგორც ახლა ექცეოდა ქალბატონი ნაზიბროლა მოსამართლე ილონა თოდუას. თავისი არაკომპეტენტურობის გამო არც კი ესმის რაზე არის საუბარი, ეს არის მისი განათლების პრობლემა. მეტი არაფრის პრობლემა არ არის, ერთადერთი მან იცის “კლანი”, ჩინჩალაძე და ა.შ”
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა საბჭოს სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრ ნაზი ჯანეზაშვილს ილონა თოდუას თემასთან დაკავშირებით მიმართა; მეთოფიშვილის კომენტარს “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს;
შეგახსენებთ, რომ ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, მოსამართლე ილონა თოდუამ დედას გადაუფორმა ბინა, ხოლო ის გადავიდა ბინაში, რომლის ქირასაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო იხდის.