ინდოელმა მკვლევარმა კიბერუსაფრთხოების საკითხებში ლაკსმან მუტიამ, instagram-ის სუსტი მხარეები აღმოაჩინა. როგორც ის ირწმუნება, 10 წუთის განმავლობაში შეუძლია გატეხოს instagram-ის ნებისმიერი მომხმარებლის პროფილი. ამის შესახებ მან საკუთარ ბლოგზე დაწერა.
მუტია ყვება, რომ მის მიერ ნებისმიერი მომხმარებლის “ეკაუნტის” გატეხვა შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც პაროლის აღდგენის სისტემაში სუსტი მხარეები აღმოაჩინა.
სპეციალისტმა უკვე გაუგზავნა გაფრთხილება ფეისბუქის ადმინისტრაციას, რომელიც უშუალოდ instagram-ის მფლობელია და დეტალურად აღუწერა მათ instagram-ის სუსტი მხარეები.
აღსანიშნავია, რომ ფეისბუქმა გაითვალისწინა ინდოელი სპეციალისტის რჩევები და მოგვიანებით, მართლაც გამოასწორა ხარვეზები. ამის შემდეგ კი, ინდოელ სპეციალისტს მადლობის ნიშნად, ცუკერბერგმა მას 30 ათასი აშშ დოლარი ჩაურიცხა.
შეგახსენებთ, კრემლში განსაკუთრებით გაუხარდათ აღნიშნული ფაქტი, რადგან რამდენიმე ხნის წინ, ჰაკერებმა რუსეთის პრემიერის, დიმიტრი მედვედევის instagram გატეხეს.