მე პროცენტებს ვერ შევაფასებ და ვერ ვისაუბრებ მაგრამ ტენდეცია არის შემაშფოთებელი ხელისუფლებისთვის – ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, “მეტრონომთან” საუბრისას საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებს, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ პირებს შეეხებოდა.
“მე პროცენტებს ვერ შევაფასებ და ვერ ვისაუბრებ მაგრამ ტენდეცია არის შემაშფოთებელი ხელისუფლებისთვის. პრაქტიკულად ხელისუფლებამ დაკარგა ლეგიტიმურობა. ივანიშვილისადმი ნდობა სამწუხაროა, მაგარმ ესეთი ვითარება დადგა ქვეყანაში, რომ სრული იმედგაცრუებაა მის მიმამრთ. ადამიანებს მის მიმართ ნდობა აღარ აქვს, ხვდებიანრომ მისი ერთადერთი საზრუნავი არის მხოლოდ ძალაუფლება. აქედან გამომდინარე მის მიმართ ნდობა საპნის ბუშტივით სკდება” – განაცხადა “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა.
ხუხაშვილი ასევე გამოეხმაურა IRI-ის კვლევებს, რომელიც პარტიათა რეიტინგს ეხებოდა. როგორც მან განაცხადა ხელისუფლებას და მის ნდობას დისკომფორტს შეუქმნის ხაზარაძის გამოჩენა პოლიტიკურ პლატფორმაზე.
“საერთოდ როგორც ჩანს, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა იმაზე მეტყველებს რომ საკონტროლო პაკეტი არცერთ პოლიტიკურ ძალას აღარ ექნება, მათ შორის არც ხელისუფლებას და ეს ძალიან კარგია. გარდა ამისა ახალი პლატფორმა იკვრება ხაზარაძის ირგვლივ. ამას პოლიტიკა თოთქოს არ ქვია, მაგრამ ბუნებრივია რომ ეს არის პოლიტიკა. ეს პლატფორმა ამ სურათს კიდევ უფრო დაამძიმებს ხელისუფლებისთის და სავალალო მდომარეობაში აღმოჩნდებიან” – განაცხადა ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტმა კვლევები გამოაქვეყნა. კვლევის შედეგების მიხედვით, დავით ბაქრაძეს 59% აქვს, კახა კალაძეს 49%, გრიგოლ ვაშაძეს 48%, დავით უსუფაშვილს 41%, შალვა ნათელაშვილს 41%, ალეკო ელისაშვილს 40%, გიორგი გახარიას 40%.
რაც შეეხება პარტიათა რეიტინგს ასეთია: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 26%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“/ გაერთიანებული ოპოზიცია 22%
„ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ 7.