დავით გარეჯის საკითზე მოქმედებები შეიძლება კიდევ უფრო სახიფათო აღმოჩნდეს ვიდრე უმოქმედობა – ასე გამოეხმაურა “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, გარეჯში მიმდინარე პროცესებს.
“დავით გარეჯის ირგვლივ რაც ხდება აქ საქმეს მხოლოდ უმოქმედობა არ აზიანებს, მოქმედებები შეიძლება კიდევ უფრო სახიფათო აღმოჩნდეს ვიდრე უმოქმედობა. ერთის მხრივ ემოციურად ჩემთვის მისაღებია დავით გარეჯის წინამძღვრის მოწოდება, მაფრამ ძალიან ბევრი რამე დევს სასწრზე. ამიტომ ძალიან დიდი სიბრძნე და სიფრთხილე გვმართევს მძიმე შედეგები, რომ არ მივიღოთ, ასევე ხელისუფლებაც უნდა მოქმედებდეს, მაგრამ ცივი გონებით და არა ემოციებით” – განაცხადა გია ხუხაშვილმა ჩვენთან საუბრიდსას.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ასახულია, რომ დავით გარეჯში, სასაზღვრო მონაკვეთზე მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. დავით გარეჯში მომუშავე გიდის ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან ეკლესიიდან ხატების უნებართვოდ გატანა გახდა, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. თუმცა, მისივე თქმით, პრობლემა მალევე მოგვარდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, მისცენ საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა.
ამ თემაზე დღეს ვიდეო მიმართვა გაავრცალა მონასტრის არქიმანრიტმა ილარიონმა.