“100 წლის წინანდელი სასკოლო სახელმძღვანელოს მიმოქცევაში ხელახლა შეტანით რომ იამაყებ, ეჭვი ჩნდება, რომ ახლის შექმნის უნარი არ გაქვს.
ამ “მიღწევის” გამოსაცხადებლად სკოლის დირექტორებს, ყოფილ სპორტულ კომენტატორებს, ყოფილ განათლების მინისტრსა და მოქმედ პარლამენტის წევრებს, ტელევიზიებსა და საჯარო მოხელეებს თბილისიდან თელავში რომ ჩაიყვან, ჩანს, რომ ვერ ხვდები, რომ არაადეკვატურად ხარჯავ შენ ხელში არსებულ ძალაუფლებას. ეს იმის ნაცვლად, რომ საზოგადოების ყურადღების მობილიზება მოხდეს, რომ უკეთესი სკოლები გვქონდეს, უკეთესი მასწავლებლები და დირექტორები მოვიდნენ პროფესიაში, ახალი სასწავლო პროგრამები შეიმნას, ახალი სახელმძღვანელოები, ახალი ელექტრონული რესურსები შეიქმნას და ა.შ.”
ექსპერტი განათლების საკითხებში სიმონ ჯანაშია; სოციალური ქსელი;
შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრის განცხადებით, სექტერმბრიდან ქართულ სკოლებში დაბრუნდება იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“.