დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ ზაფხულის სეზონურ დაავადებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ინფექციების მხრივ მშვიდი სეზონია. მისი განცხადებით, ის დაავადებებიც კი რაც ზაფხულისთვისაა მოსალოდნელი შემცირებულია. მათ შორისაა, ყირიმკონგო, ტკიპების მიერ გადამტანი დაავადება. იმნაძის ინფორმაციით, სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო მწერებთან, რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვა დაავადების გადატანა.
დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაღალი ტემპრატურიდან გამომდინარე მოსახლეობას მოუწოდებს მაქსიმალურად გრილად ჩაიცვან და მზეზე დიდხანს ყოფნას მოერიდონ.
რაც შეეხება საკურორტო ზონის დამუშავებას, იმნაძის თქმით პირველი ეტაპი დასრულებულია და მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით შავიზღვისპირეთში კოღოების რაოდენობა შემცირებულია. კვებით ინტოქსიკაციისგან თავის არიდებისთვის კი სასურველია მაქსიმალურად მოერიდოთ რძის პროდუქტებსა და ხორცს. განსაკუთრებით კი მალფუჭებად პროდუქტებს, მაიონეზიან და არაჟნიან სალათებს.