ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

“20 ივნისის შემდეგ ხელისუფლება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის ინტერესების ღიად გამტარებელ საოკუპაციო რეჟიმს” – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ არავის მოსვლია შეტაკება სპეცდანიშნულების რაზმთან, ეს იყო ივანიშვილ-გახარია-ჩუბინიძის რაზმი და არა ქვეყნის სპეცდანიშნულების რაზმი.

„კიდევ ოთხი პირი დააკავეს 20 ივნისის საქმეზე.

გახარიას უწყება სრულიად უკანონოდ იჭერს და ციხეში ერეკება იმ გმირებს, რომლებიც ზვიად გამსახურდიას სავარძელში ოკუპანტი გავრილოვის ჯდომას და ქვეყნისთვის თავლაფის დასხმას აპროტესტებდნენ და დიახ, წინააღმდეგობასაც უწევდნენ იმ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს, რომელსაც წარმოადგენს დღევანდელი ქართული ოცნება!

პირადად ჩემთვის, 20 ივნისის შემდეგ ეს ხელისუფლება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის ინტერესების ღიად გამტარებელ საოკუპაციო რეჟიმს.

კატეგორიულად ვაცხადებ, არავის მოსვლია შეტაკება სპეცდანიშნულების რაზმთან! ეს იყო ივანიშვილ/გახარია/ჩუბინიძის რაზმი და არა ქვეყნის სპეცდანიშნულების რაზმი!

ისინი წარმოადგენდნენ ქვეყნის საოკუპაციო რეჟიმს და არა ამ ქვეყნის სუვერენულ ხელისუფლებას! ისინი ემსახურებოდნენ რუსეთის ფედერაციას და არა საქართველოს!

ეს პირები კი, რომლებიც დააპატიმრეს, ემსახურებოდნენ საქართველოს თავისუფლებას და ძალიან მალე თავადაც თავისუფლები იქნებიან კვლავ!“, – წერს ნიკა მელია „ფეისბუქში“.

კიდევ 4 პირი დააკავეს გავრილოვის საქმეზე.გახარიას უწყება, სრულიად უკანონოდ იჭერს და ციხეში ერეკება იმ გმირებს, რომელიც…

Gepostet von Nika Melia am Montag, 15. Juli 2019

იტვირთბა....