დღეს, მიუნხენში მდებარე ევროპული კალათბურთის მმართველ ორგანოში 2021 წლის ევრობასკეტის ოთხი მასპინძელი ქვეყანა დასახელდა. 4 ქვეყანას შორის მოხვდა საქართველოც. ჩვენი ქვეყნის გარდა, 2021 წელს ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებენ ჩეხეთი, გერმანია და იტალია.
ჯამში მასპინძლობის სურვილი 7 ქვეყანას გააჩნდა – საქართველო, ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია და სლოვენია.