ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფოთი-სენაკის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევისას 2 ადამიანი დაშავდა

ფოთი-სენაკის მაგისტრალზე, ჭალადიდის მონაკვეთში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი “ბე ემ ვეს” მარკის ავტომობილი “ოპელის” ტიპის ავტომობილს შეეჯახა.

შედეგად, “ოპელის” მძღოლი და მასთან ერთად მყოფი პირი დაშავდნენ.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ერთი დაშავებული ფოთის ჰოსპიტალში, მეორე კი – ხობის საავადმყოფოში გადაიყვანა.

“112-ის ბრიგადამ შემოიყვანა 26 წლის მამაკაცი. მას აღენიშნება ზედაპირული ტრავმები. ის მოთავსებულია მიმღებ-დიაგნოსტიკურ განყოფილებაში და სამედიცინო კვლევები უტარდება, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,- განუცხადა “ინტერპრესნიუსს” ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

რაც შეეხება მეორე დაშავებულს, 29 წლის მამაკაცს, ექიმების ინფორმაციით, მას მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს და აღენიშნება რამდენიმე ზედაპირული ჭრილობა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

იტვირთბა....