ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გული დამწყდა, როცა უგულავა არა ჩემს, არამედ მელიას მხარეს დადგა” – კახიძე

ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ მისი თანაპარტიელი გიგი უგულავა “ნაციონალური მოძრაობის” მხარეს დგომით შეცდომას უშვებს.

“ძალიან გული დამწყდა, როდესაც ბატონმა გიორგი ბარამიძემ “ნაციონალური მოძრაობიდან” მოითხოვა ჩემი პოზიციის შეფასება და გიგი უგულავა დადგა არა ჩემს მხარეს, არამედ – ნიკა მელიას და გიორგი ბარამიძის მხარეს. ეს ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტი იყო”, – განაცხადა კახიძემ “ტვ პირველის” ეთერში.

როგორც კახიძემ აღნიშნა,  აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, გიგი უგულავას მიერ “ევროპული საქართველოს” დატოვებაზე საუბარი არ არის.

“პოლიტიკოსები ხშირად უშვებენ შეცდომას. მაგალითად, ჩვენმა პოლიტსაბჭომ ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შევერთებოდით “ნაცმოძრაობის” დაანონსებულ მიტინგს, მაგრამ გიგი უგულავა ინდივიდუალურად დაესწრო იმ მიტინგს. მე ვთვლი, რომ ეს იყო შეცდომა მისი მხრიდან და ახლაც შეცდომას უშვებს, როდესაც პარალელს ავლებს ფოფხაძესთან, როდესაც ბოკერიაზე და კახიძეზე არის საუბარი და “ნაცმოძრაობის” მხარეს იჭერს, როცა ისინი მართლები არ არიან”, – განაცხადა კახიძემ.

კახიძის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან კოლეგების პოზიციაც აინტერესებს, მათ შორის, რომან გოცირიძის, იმის შესახებ, სწორი იყო თუ არა 20 ივნისს ნიკა მელიას მოწოდება პარლამენტში მშვიდობიანად შესვლაზე.

“ხომ არ ვამბობ, რომ დანაშაულია. დანაშაული არ ყოფილა, მაგრამ ნორმალური და პასუხისმგებლიანი მოწოდებაა თუ შეცდომა? თუ თვლიან, რომ შეცდომა არ არის, ამაზე ვერ დავეთანხმები ვერც რომან გოცირიძეს, ვერც ნიკა მელიას და ვერც გიგი უგულავას”, – დასძინა მან.

შეგახსენენბთ, რომ “ევროპული საქართველოს” წევრმა ოთარ კახიძემ 20 ივნისის მოვლენების განხილვის კონტექსტში ენმ-ის ლიდერ ნიკა მელიას განცხადებებს პარლამენტის ეზოში “მშვიდობიანად შესვლის” თაობაზე პოლიტიკურად უპასუხისმგებლო უწოდა.

იტვირთბა....