aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სტუდენტი: პრეზიდენტს არ უწოდებია ქართველი სტუდენტებისთვის უწიგნურები და გაუნათლებლები

aviabiletebi
ავიაბილეთები

Rustvi2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრეზიდენტის თანხმლებმა პირმა გერმანიაში, ქართველ სტუდენტებს გაუნათლებლები და უწიგნურები უწოდა სტუდენტი, ირინე ჩიხლაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული დეზინფორმაციაა.

“ფეიქ-ნიუსებს, დეზინფორმაციას უნდა ვებრძოლოთ ყველგან!!! არ შეიძლება ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელება და საკუთარი სურვილის მიხედვით ინტერპრეტირება! ფაქტიურად მთელი ნიუსი არის ტყუილი!
1. პრეზიდენტს არ უწოდებია ქართველი სტუდენტებისთვის უწიგნურები და გაუნათლებლები;
2. 20 ივნისზე შეკითხვა არ დასმულა;
3. ვინაიდან შეხვედრისთვის განკუთვნილ დროს გადავაჭარბეთ, რამდენჯერმე ითქვა რომ უნდა დაგვესრულებინა, რის შემდეგაც პრეზიდენტი ადგა, მადლობა გადაიხადა და გავიდა.

ამას დაასტურებს ყველა ვინც იყო სტუდენტების შეხვედრაზე!
Rustavi 2 თუ რეალური, ობიექტური ინფორმაციის მიღება გსურთ დამიკავშირდით ან დაუკავშირდით შეხვედრის მონაწილე სხვა სტუდენტებს!” – წერს ჩიხლაძე.

ფეიქ-ნიუსებს, დეზინფორმაციას უნდა ვებრძოლოთ ყველგან!!! არ შეიძლება ასეთი არასწორი ინფორმაციის გავრცელება და საკუთარი…

Gepostet von Irine Chikhladze am Montag, 15. Juli 2019

Rustvi2: პრეზიდენტის თანხმლებმა პირმა გერმანიაში, ქართველ სტუდენტებს გაუნათლებლები და უწიგნურები უწოდა

იტვირთბა....