aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დავით გარეჯის საკითხზე გიდები საქართველოს საგარეო უწყებას მიმართავენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

დავით გარეჯის საკითხზე გიდები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავენ. ერთ-ერთი გიდის რუსუდან ჯაფარიძის თქმით, უწყებაში ხვალ შეიტანენ წერილს, რათა ჰყავდეთ მუდმივმოქმედი წევრი და ჰქონდეთ ინფორმაცია, რა ხდება მოლაპარაკებების პროცესში.

მისივე თქმით, დღეს შეიკრიბნენ გიდები, როგორც თავისუფალი, ასევე გიდების ასოციაციის წევრები, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები და შეთანხმდნენ, რომ ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, დავით გარეჯში არ ჩავლენ.

„ჩვენ არ ვართ დაინტერესებული ქვეყანაში დესტაბილიზაციით, დიპლომატიურად უნდა მოგვარდეს პრობლემა. გავაკეთებთ მოთხოვნას, რომ გვყავდეს მუდმივმოქმედი წევრი და გვქონდეს ინფორმაცია, რა ხდება მოლაპარაკებების პროცესში, რა ეტაპზეა და რას უნდა ველოდოთ. ამ მოთხოვნით მივმართავთ საგარეო საქმეთა სამინისტროს და შევიტანთ ხვალ წერილს. დღეს შეხვედრა ვერ მოხერხდა. ვითხოვთ არა რაიმე საიდუმლო ინფორმაციას, არამედ რისი ცოდნის უფლებაც გვაქვს, იმის ფარგლებში, რომ ჩავერთოთ გიდები, რადგან ეს ყველას ინტერესშია“, – აღნიშნულია გიდების განცხადებაში.

სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ასახულია, რომ დავით გარეჯში, სასაზღვრო მონაკვეთზე მესაზღვრეებსა და ადგილობრივებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. დავით გარეჯში მომუშავე გიდის ინფორმაციით, კონფლიქტის მიზეზი აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან ეკლესიიდან ხატების უნებართვოდ გატანა გახდა, რამაც ადგილობრივების პროტესტი გამოიწვია. თუმცა, მისივე თქმით, პრობლემა მალევე მოგვარდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, მისცენ საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიებს მშვიდ ვითარებაში მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა.

იტვირთბა....