aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„მაკნატუნაში” შემოსავლების სამსახური შევიდა – კომპანიაში მომხდარს ანტისაოკუპაციო შეფუთვას უკავშირებენ  

aviabiletebi
ავიაბილეთები

მზესუმზირის მწარმოებელ კომპანია „მაკნატუნაში” შემოსავლების სამსახური შევიდა.

“მაკნატუნას” პიარ-მენეჯერის, დავით კუხიანიძის განცხადებით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „მაკნატუნამ “საკუთარ პროდუქციას ანტისაოკუპაციო შეფუთვა გაუკეთა.

„შევქმენით ახალი პროდუქტი, რომელიც ეხებოდა ოკუპაციას. გავითვალისწინეთ საზოგადოების ძალიან დიდი ინტერესი და გულისტკივილი. ეს ჩვენი ახალი პროდუქტი ჩვენმა მეგობარმა, თორნიკე ცერცვაძემ მიიტანა თბილისში გამართულ აქციაზე, რის შემდეგაც მოხდა ასეთი ფაქტი, რომ თორნიკე გამოუშვეს რაგბის გუნდიდან, რომელშიდაც ის თამაშობდა და აღარ გაუგრძელეს კონტრაქტი და აგრეთვე დაემთხვა ის ფაქტი, რომ კომპანია „მაკნატუნაში“ ისევ შემოვიდა შემოსავლების სამსახური და მოითხოვა დეტალური, აბსოლუტურად ყველანაირი საბუთების ამოღება კომპანიიდან,“- განაცხადა “მაკნატუნას” პიარ-მენეჯერმა დავით კუხიანიძემ.

იტვირთბა....